Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აღიარებს ნაკლოვანებებს ვირუსთან ბრძოლაში


ჩინეთის ხელმძღვანელობამ აღიარა "ნაკლოვანებები", რომლებიც თან ახლდა ქვეყანაში გაჩენილ ახალ, სახიფათო რესპირატორულ ვირუსთან ბრძოლას, იმ ფონზე, როცა 3 თებერვლის მონაცემებით, ამ ვირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა ქვეყანაში 425-ს მიაღწია. საერთო ანგარიშით, ჩინეთში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა 20,438.

პარალელურად, 4 თებერვალს ჰონგ-კონგმა გამოაცხადა, რომ იქ ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა.

ეპიდემია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გლობალურ ჯანდაცვაში საგანგებო ვითარებად მიიჩნევს, გავრცელებული ვარაუდით დეკემბერში დაიწყო, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანის ველური ცხოველების ბაზარში.

ჩინეთის პოლიტბიუროს კომიტეტმა 3 თებერვალს აღიარა, რომ საგანგებო ვითარებებთან ბრძოლის სისტემას გაუმჯობესება ესაჭიროება და ასევე გამოვიდა მოწოდებით, ყურადღება მიექცეს ველური ცხოველების ბაზრებს.

ჩინეთის მთავრობა ამბობს, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო იარაღები, ნიღბები და შესაბამისი სამოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG