Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი მიიღო


საქართველოს პატრიარქმა უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, კელი დეგნანს, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

„პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, - თქვა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

ილია მეორემ კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG