Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპის დემოკრატი კონკურენტები აიოვაში ვერ ახერხებენ მიღებული ხმების დათვლას


აშშ-ში რამდენიმე საათით ყოვნდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი დემოკრატი კანდიდატების მიერ აიოვის პირველადი პარტიული კენჭისყრის, „კოკუსის“, დროს ნაჩვენები შედეგების გამოქვეყნება.

მიზეზად სახელდება „შეუსაბამობა“ ხმის ტექნიკური დათვლის დროს მიღებულ შედეგებში, რის გამოც დემოკრატიული პარტია იძულებულია, ხელით დათვლის პროცესს მიმართოს.

საუბარია 1600 უბანზე ჩატარებული კოკუსის შედეგებზე, რაც სამშაბათ დილით უნდა გამოქვეყნებულიყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების ბანაკში მომხდარ ამ ქაოსს უწოდა „აბსოლუტური კატასტროფა“.

აიოვის პირველ შიდაპარტიულ არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელია, უნდა გამოვლინდეს დემოკრატთა შორის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების რეალური შანსის მქონე 3-4 პრეტენდენტი.

დემოკრატიული პარტიის კოკუსამდე გამართულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ლიდერობდნენ სენატორი ბერნი სანდერსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სენატორი ელიზაბეთ უორენი და ინდიანის ყოფილი მერი, პიტერ ბუტიჯიჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG