Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში


რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1982 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).

1996 წლიდან კინორეჟისურას ასწავლიდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გადაღებული აქვს ფილმები: „ჟამი“ (1982), „ექო“ (1985), „იქ-ჩემთან...“ (1990), „მიზერერე“ (1996), „მგლების ხორუმი“ (2004), „სოლომონი“ (2015).

ხალვაშის ფილმი „ნამე“ (2017) ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი 2019 წლის ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG