Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მამის სურათს რუსეთის სამხედრო ძალების ტაძარში გამოფენენ


ვლადიმირ პუტინი მამის სურათით ხელში
ვლადიმირ პუტინი მამის სურათით ხელში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მამის ფოტოსურათს გამოიყენებენ კუბინკაში მშენებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის ერთი შენობის გასაფორმებლად.

მშენებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი შევა მსოფლიოს უდიდეს ქრისტიანულ ტაძართა ათეულში. რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, ამტკიცებს, რომ ტაძრის მშენებლობა წარმოებს ნებაყოფლობითი შემოწირულობების საფუძვლეზე.

პრეზიდენტის მამის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ასევე ვლადიმირ პუტინის ფოტო, გავრცლებული ინფორმაციით, უკვე გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე „გზა ხსოვნისკენ“.

ამ საიტზე უკვე ქვეყნდება ომის მონაწილეთა ის სურათები, რომლებსაც კომპლექსის დასრულების შემდეგ განათავსებენ ტაძრისკენ მიმავალი გალერეის კედლებზე.

პრეზიდენტ პუტინს არავითარი წვლილი არ მიუძღვის ბაზაში ამ ფოტოს გამოჩენასთან, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

საიტ „ღია მედიის“ ცნობით, გალერეაში გამოჩნდება ასევე უკრაინის პრეზიდენტ,ვლადიმირ ზელენსკის, ბაბუის სურათიც. იუწყებიან, რომ ფოტოზე გამოსახული იქნება შვილიშვილი ზელენსკი, ანუ უკრაინის პრეზიდენტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG