Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონია მარტში იმედოვნებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შეთანხმების რატიფიკაციის დასრულებას


სტევო პენდაროვსკი
სტევო პენდაროვსკი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი, სტევო პენდაროვსკი, აცხადებს, რომ მომავალ თვეში ესპანეთიც იქნება მზად, რომ რატიფიკაცია გაუკეთოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ მიღწეულ ოქმს. დღეისათვის დოკუმენტის რატიფიკაცია ალიანსის 29 წევრი ქვეყნიდან, 28-ს აქვს გაკეთებული.


„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ პოლიტიკური პროცესი 10 მარტს დასრულდება. დარჩება რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რაც სკოპიეში ჩვენი პარლამენტის მისახედი იქნება“, - განაცხადა პენდაროვსკიმ 4 თებერვალს, პოლონეთში ვიზიტის დროს.

ჩრდილოეთ მაკედონიას გასული წლის თებერვალში მიენიჭა ნატოში გაწევრიანების ოქმი მას შემდეგ, რაც მეზობელ საბერძნეთთან მიაღწია კონსენსუსს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ოფიაციალური სახელწოდების გარშემო მრავალი წლის განმავლობაში არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად, რაც სკოპიეს ხელს უშლიდა ევროკავშირისა და ნატოს გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG