Accessibility links

site logo site logo

ირანი მალე სიკვდილით დასჯის აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირს


ესმაილ გოლამჰოსეინი პრესკონფერენციაზე

ირანში ერთ პირს სიკვდილით დასჯა, ხოლო ორ დანარჩენს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობისთვის.

ამის შესახებ 4 თებერვალს განაცხადა ირანის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლმა, ესმაილ გოლამჰოსეინმა, რომლის თანახმად, ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ამირ რაჰიმფოური ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას აშშ-ს, რისთვისაც „დიდი რაოდენობით თანხა მიიღო.“

გოლამჰოსეინს არ დაუკონკრეტებია არც მსჯავრდებულის ასაკი და არც დანაშაულის შემცველობა, როდესაც განაცხადა, რომ დამნაშავეს „ალაჰის ნებით, მალე დასჯიან სიკვდილითო.“

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ირანი სასამართლო ხელისუფლების არ განცხადებაზე არ გაუკეთებია სასწრაფო კომენტარი.

რაც შეეხება ორ დანარჩენ მსჯავრდებულს, რომლებსაც 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ აშშ-ის სასარგებლო ჯაშუშობისა და ირანის ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიმართული ქმედებებისთვის, მათი ვინაობა უცნობია, რადგან ესმაილ გოლამჰოსეინის თქმით, განსასჯელებისათვის განაჩენის წარდგენა ბოლომდე არ არის მიყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG