Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში მომუშავე 60 ჩინელი სამშობლოში არ გაუშვეს


გარდაბნის თბოელექტროსადგური
გარდაბნის თბოელექტროსადგური

გარკვეველი ვადით გადაიდო გარდაბანში მომუშავე ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) 60 თანამშრომლის როტაცია,რომლებიც უჰანიდან არიან, ამ ქალაქში ახალი ტიპის კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელების გამო.

ჩინური TCC-ის მიერ აშენებული “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" ექსპლუატაციაში იანვრიდან შევიდა და პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში აამუშავეს.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარდაბნელ კოლეგებთან ერთად გამოკითხეს TCC-ის ყველა თანამშრომელი, ხომ არ იმყოფებოდნენ ჩინეთში ახალი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ.

„გავარკვიეთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან კომპანიის არც ერთი წარმომადგენელი სამშობლოში არ გამგზავრებულა არც შვებულებით, არც მივლინებით“, თქვა დავით ბეგაშვილმა.

TCC-ის თანამშრომლების როტაცია უახლოეს დღეებში უნდა მომხდარიყო - მას შემდეგ, რაც დაასრულეს გარდაბანში ახალი თბოსადგურის მშენებლობა. „კომპანია და, შესაბამისად, მისი თანამშრომლები უჰანიდან არიან, უახლოეს დღეებში ისინი სამშობლოში უნდა გამგზავრებულიყვნენ და მათ ნაცვლად კომპანიის სხვა თანამშრომლები უნდა ჩამოსულიყვნენ“, თქვა დავით ბეგაშვილმა.

230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურს ჩინური კომპანია 2 წლის განმავლობაში აშენებდა. "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გარდაბანში TCC-ის დახმარებით კიდევ ერთი თბოსადგურის აშენებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG