Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ვიზიტს იწყებს


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

დღეს, 5 თებერვალს იწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში. არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

დელეგაციის წევრები შეხვდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერსაც, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბიერმანს, ორგანიზაცია Trammo Inc-ის აღმასრულებელ დირექტორ ედუარდ ვეინერს და ამერიკელ ექსპერტებს.

ვაშინგტონში ვიზიტის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამომწურავად უპასუხებენ ამერიკელი კანონმდებლების ბოლოდროინდელ შეშფოთებას, რომელიც მათ გამოთქვეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 10 თებერვალს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG