Accessibility links

site logo site logo

იაპონიის აკვატორიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზე კორონავირუსი კიდევ 10 მგზავრს დაუდგინეს


იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამის აკვატორიაში მყოფ საკრუიზო ლაინერზე „ბრილიანტის პრინცესა“ ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც გემზე მყოფთაგან ათს დაუდგინდა პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV.

ინფიცირებულთა შორის არიან იაპონიის, ჩინეთის ავსტრალიის, აშშ-ის და ფილიპინების მოქალაქეები. გემზე სულ იმყოფება 3700-მდე ადამიანი 56 ქვვეყნიდან. უმეტესობა იაპონიის მოქალაქეა.

საკრუიზო ლაინერი პორტის სიახლოვეს 3 თებერვალს, მას შემდეგ გააჩერეს, რაც რამდენიმე დღით ადრე გემის ბორტიდან ჰონ-კონგში ჩასულ 80 წლის მამაკაცს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. გემზე თავს შეუძლოდ გრძნობდნენ სხვა მგზავრებიც, რომლებსაც კვლევა ჩაუტარეს. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსით დაავადების ფაქტი.

გემი იოკოჰამის პორტიდან 20 იანვარს გავიდა ჰონ კონგი-ოკინავას მიმართულებით და უკან 3 თებერვალს დაბრუნდა, თუმცა, პორტში შესვლის უფლება არ მისცეს.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ 4 თებერვალს, საღამოს გაავრცელა, გარდაცვლილია 490 ადამიანი და ინფიცირებულია 24 324. კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებულია მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG