Accessibility links

logo-print logo-print

„სირცხვილი“ - ოპოზიციამ პარლამენტის წინ ღობეზე ბანერი გააკრა


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის გარშემო საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ბანერი წარწერით - „სირცხვილი“ იმ ღობეზე დაამაგრეს, რომელიც პარლამენტის შენობის წინა მხარესაა მოწყობილი.

ეს ღობე თბილისის მერიამ მას შემდეგ აღმართა, რაც ახალი წლის შემდეგ ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით ხელში პარლამენტის შენობის შესასვლელებთან დგანან და „სირცხვილის კორიდორს“ უწყობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დეპუტატებს.

საპროტესტო აქციის მოთხოვნა უცვლელია - დემონსტრანტები პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ პარლამენტის შენობის წინ.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომაა. სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა. ოპოზიცია საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით კი, ოპოზიციის მიერ მოწყობილი „სირცხვილის კორიდორი“ მათ დისკომფორტს არ უქმნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG