Accessibility links

logo-print logo-print

გიუმრიში დაიწყო სომეხი ქალის მოკვლაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის პროცესი


სომხეთის ქალაქ გიუმრიში დაიწყო ქალის ცემით მოკვლაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი, თუმცა განსასჯელი სასამართლოში არ მიუყვანიათ რუსეთის სამხედრო ბაზიდან.

პროცესი 4 თებერვალს დაიწყო, თუმცა 24 წლის ანდრეი რაზგილდიაევი დატოვეს სომხეთში რუსეთის ბაზაზე, სადაც ის დისლოცირებული იყო და სადაც უკვე წელიწადზე მეტია პატიმრობაშია. სასამართლო პროცესი ერთი თვით გადაიდო.

რაზილდიაევი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ძალადობრივად იქნა მოკლული ჯულიეტა ღუკასიანი, გიუმრიში მცხოვრები 57 წლის მეეზოვე. სომხეთის უწყებებმა მას ბრალი წაუყენეს თავდასხმაში და სიცოცხლის მოსპობაში, თუმცა მისი მოტივი ბუნდოვანი რჩება.

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მას ხუთიდან 10 წლამდე ემუქრება პატიმრობა. განსასჯელის სომხეთის მთავრობისთვის გადაცემაზე უარმა სიბრაზე გამოიწვია მსხვერპლის ოჯახის წევრებსა და უფლებადამცველებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG