Accessibility links

site logo site logo

ტიკარაძე: ჰოსპიტლების რაოდენობა საჭიროზე მაღალია, თუმცა გამოწვევაა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის რიცხვთან მიმართებით ჰოსპიტალების რაოდენობა მაღალია, თუმცა არათანაბარია მათი სიმძლავრე. ჯანდაცვის სისტემაში ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს შორის მინისტრმა ჰოსპიტლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც დაასახელა.

„მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული. ეს კი ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში, რაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპს.

ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდარტთან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის ვიღებთ პასუხისმგებლობას, უზრუნველვყოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პირველად გამოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისიდან მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG