Accessibility links

logo-print logo-print

ანა დოლიძემ პოლიციას აცნობა მოზარდის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების შესახებ


ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელმაც სამართალდამცავებს შეატყობინა არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების შესახებ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის გამომძიებელმა გამოკითხა.

ანა დოლიძემ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც ფეისბუკით მიიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ერთი მოზარდი მეორეს უყვება მის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების შესახებ.

გამოკითხვის შემდეგ ანა დოლიძემ მედიას უთხრა, რომ გამომძიებელმა ჩაიბარა ყველა მონაცემი და იმედია, საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და პირველწყარომდე მივლენ.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG