Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის უდიდესი ტურისტული ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წელს საქართველო გახდეს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა და ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისიო დაფარვას - დაახლოებით მილიარდზე მეტ ადამიანს.

გახარიას თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორია და გამოფენის მასპინძლობა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის სფეროს წარმატებისთვის: „დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს ტურისტების რაოდენობის ზრდით. ჩვენი მიზანი უნდა იყოს საქართველოს თითოეულ სოფელში, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG