Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სამმა წევრმა დატოვა


„ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ ნინო კალანადაძე,ზაზა ბიბილაშვილი და მარიამ გერსამია.

ზაზა ბიბილაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ფორმალურად, ნინო კალანადაძე და მარიამ გერსამია კი პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ.

მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, 2 წელია პარტიულ საქმიანობას ჩამოშორებული არიან და „ფოკუსირებული არიან „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე.

„ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით,- ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად ისინი წყვეტენ პარტიულ საქმიანობას, როელიც ამ დრომდე ფორმალური იყო.

განცხადების თანახმად, ისინი არ აპირებენ, რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას, ამასთან წარმატებას უსურვებენ „დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს“.

„ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG