Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: პრეზიდენტი სრულად გამართლდა „ფიქტიური“ იმპიჩმენტის პროცესზე


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენის თაობაზე სენატში გამართული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არის სრულად გამართლებული და რეაბილიტირებული „ფიქტიური“ იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე.

“როგორც ვამბობდით, ის უდანაშაულოა. სენატმა მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის დაუსაბუთებელ ბრალდებებს და მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკურმა ოპონენტებმა - ყველა დემოკრატმა და ერთმა არშემდგარმა პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, - დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტის შეთითხნილ მუხლს“, - ნათქვამია თეთრი სახლის 5 თებერვლის განცხადებაში.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ორი მუხლით: უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის.

5 თებერვალს, სენატში გამართულ კენჭისყრაში პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით 52-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 48-მ - დამნაშავედ.

მეორე ბრალდების თაობაზე კენჭისყრაში დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ მიიჩნია 53-მა სენატორმა, დამნაშავედ - 47-მა.

კენჭისყრის დასრულებას ტვიტერის საშაულებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც დღეს, თბილისის დროით საღამოს 21:00 საათზე საჯარო განცხადებას გააკეთებს, „გამოგონილ იმპიჩმენტზე ჩვენი ქვეყნის გამარჯვების შესახებ“, - წერს დონალდ ტრამპი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG