Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაშავდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხევის გაწმენდის სამუშაოების დროს


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მუშა დაშავდა მდინარის ხევის გაწმენდის სამუშაოების დროს. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, მას ამწე დაეცა.

დაშავებული ჯერ წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში, ტრავმატოლოგიის ცენტრში. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვს.

სოფელ ანაგაში მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ასრულებს ამხანაგობა „ფარაონი და კომპანია“, რომელსაც ხევის გასაწმენდად ქვეკონტრაქტორი ჰყავს დაქირავებული. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG