Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ბიბილოვს იუბილე მიულოცა


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი 2017 წლის ნოემბერი
ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი 2017 წლის ნოემბერი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 50 წლის იუბილე მიულოცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, პუტინი ბიბილოვს წერს, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებასა და ინტეგრაციულ ურთიერთქმედებაში. პუტინს იმედი აქვს, რომ ბიბილოვთან ერთად გააძლიერებს კონსტრუქციულ რუსულ-სამხრეთოსურ კავშირებს ყველა სფეროში.

ამავე სააგენტოს ცნობით, ანატოლი ბიბილოვს იუბილე მიულოცეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ და თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG