Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ნათია ზოიძის გადადგომას ეხმაურება


„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითის გამო, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში მედიის პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას. საქმე შეეხება აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძისმიერ თანამდებობის დატოვებას - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

პრეს-რელიზში მოყვანილია ნათია ზოიძის მიერ „ფეისბუკით“ გაკეთებული განცხადება, სადაც ის წერს, რომ გადაწყვეტილება „ნებაყოფლობითი არ ყოფილა“ და რომ არხის ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდა.

„ნათია ზოიძის გადადგომა მიანიშნებს, რომ იზრდება პოლიტიკური ზეწოლა საქართველოში სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ტელევიზიებზე“ - თქვა ჯინ კაველიემ, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა. „ამავე დროს, მთავრობის მოკავშირეები აძლიერებენ კონტროლს კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაზე, როგორც „რუსთავი ორის“ შემთხვევაში დავინახეთ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, რაც აუცილებელია დემოკრატიული დებატებისათვის“.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული სატელევიზიო არხები პოლიტიკურად მოტივირებული სამთავრობო ქმედებების მსხვერპლნი არიან. RSF-ის 2019 წლის „პრესის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო 180 ქვეყნიდან 60-ე ადგილზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG