Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ორი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად


ორი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა იტალიაში, მილანის მახლობლად ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად.

მატარებელი Frecciarossa მილანიდან სალერნოში მიემგზავრებოდა და ლიანდაგიდან გადავიდა პროვინცია ლოდიში, მილანის სადგურიდან გასვლის შემდეგ 20 წუთში. სააგენტო Ansa-ს თანახმად, მასში სულ 27 მგზავრი იმყოფებოდა.

Frecciarossa საათში 300 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. ინციდენტის შედეგად დაიღუპნენ მემანქანე და რკინიგზის კომპანიის თანამშრომელი. კატასტროფის მიზეზს იძიებენ. სპეციალისტები სწავლობენ შავი ყუთებისა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს. ჩაკეტილია ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი მილანიდან ბოლონიამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG