Accessibility links

logo-print logo-print

FBI-ის დირექტორი: საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი „საინფორმაციო ომს“ აწარმოებს აშშ-ის წინააღმდეგ


გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა ქრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი „საინფორმაციო ომს“ აწარმოებს აშშ-ის წინააღმდეგ, თუმცა, მისი თქმით, მას არ შეუნიშნავს, რომ რუსებს ეცადათ საარჩევნო ინფრასტრუქტურაში შეღწევა.

რენმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გამოსვლისას თქვა, რომ მოსკოვი შეფარულად ხმარობს სოციალური მედიის კამპანიას აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის გასახლეჩად და აზრთა სხვადასხვაობას იყენებს უთანხმოების გასაღვივებლად.

ეს განცხადება ეთანხმება აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნებს, რომ რუსეთი მსგავს ოპერაციებს ატარებდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, რასაც მოსკოვი გამუდმებით უარყოფს, მიუხედავად დიდი რაოდენობით მტკიცებულებისა.

რეის თქმით, ამჟამინდელი საქმიანობა მოიცავს ფიქტიურ პიროვნებებს, კომპიუტერულ ბოტებს, სოციალურ მედიაში პოსტვას და დეზინფორმაციას. მისი თქმით, ეს მცდელობები შეიძლება გაძლიერდეს საარჩევნო წლის განმავლობაში, მაგრამ საფრთხე ყოველთვის არის, რის გამოც მის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე კონკრეტულ კიბერთავდასხმასთან გამკლავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG