Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთში ბრალი წაუყენეს "იაპონჩიკის" მკვლელობის მონაწილეობაში ეჭვმიტანილს


ვიაჩესლავ ივანკოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, ბრალი წაუყენეს ბიზნესმენ ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის მონაწილეობაში ეჭვმიტანილს. ივანკოვი კანონიერ ქურდ „იაპონჩიკადაც“ იყო ცნობილი.

ივანკოვი დაიღუპა 2009 წელს მასზე მოსკოვის ცენტრში, რესტორანში მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ბოროტმოქმედება გაუხსნელია.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული მურთაზ შადანია აწარმოებდა ივანკოვზე ფარულ თვალთვალს, მან უზრუნველყო იმ იარაღის გადაზიდვა, რომლითაც მოკლეს ივანკოვი. თავდასხმის დღეს ის უზრუნველყოფდა ოპერაციის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას.

მას ბრალი წაუყენეს მკვლელობასა და იარაღის უკანონო გამოყენებაში. შადანიას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ვიაჩესლავ ივანკოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანების დასაწყისამდე. ივანკოვი, რომელიც 1974 წელს 33 წლის ასაკში გახდა ე.წ. კანონიერი ქურდი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო ორგანიზებული დამნაშავეობის გავლენის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG