Accessibility links

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კახა ბექაური მეორე ვადით უხელმძღვანელებს


კახა ბექაური, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს კახა ბექაური. იგი კომისიას სამი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის თანახმად, არჩევნები 3 თებერვალს გაიმართა, 7 თებერვალს კი კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური 2014 წელს გახდა. კომისიის წევრობის ვადა მას 2020 წლის იანვარში ეწურებოდა. 2019 წლის 11 დეკემბერს პარლამენტმა იგი ხელახლა აირჩია კომისიის წევრად. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტს კახა ბექაური 2017 წლიდან იკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG