Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თიურინგიის მხარის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი გადადგომა "გარდაუვალია"


გერმანიის თიურინგიის ფედერალური მხარის პრემიერ-მინისტრმა თომას კემერიხმა, რომელიც გუშინ აირჩიეს თანამდებობაზე, განაცხადა, რომ გადადგება. ამ გადაწყვეტილებას მან „გარდაუვალი“ უწოდა იმის გამო კრიტიკის შემდეგ, რომ მისი არჩევა მოხერხდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭრით.

კემერიხი ლიბერალური ორიენტაციის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. მისი თქმით, მხარის პარლამენტი უნდა დათხოვნილ იქნეს და უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები. კენჭისყრის შედეგი მწვავედ გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. თავისი თანაპარტიელების, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრთა ქცევას, რომლებმაც მემარჯვენე პოპულისტებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, „უპატიებელი“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG