Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინთან შეხვედრების მონაწილეებს სიცხეს უზომავენ


კრემლმა გაამკაცრა იმ ღონისძიებების მონაწილეთა შემოწმება, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრება. სტუმრებს სითბოს ტედექტორით უზომავენ სხეულის ტემპერატურას. ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა ტელეარხ „დოჟდის“ ჟურალისტმა ანტონ ჟელნოვმა, რომელიც პრეზიდეტის მუშაობის გასაშუქებლადაა აკრედიტებული.

უსაფრთხოების ზომებს მიმართავენ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, დაადასტურა პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მისი სიტყვებით, ამოწმებენ ყველა საჯარო ღონისძიების მონაწილეებს. სიცხე გაუზომეს გაზეთის ჟურნალისტ ქალსაც.

ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს მოსთხოვა, სასწრაფოდ გაიკეთონ გრიპის წინააღმდეგ აცრა, იტყობინებოდა ტასი. როგორც პუტინთან სამუშაო შეხვედრების მონაწილეებმა დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას, რუსეთის პრეზიდენტი თათბირებზე ვერ იტანს გრიპით დაავადებულ ჩინოვნიკებს.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის მძიმე ფორმას იწვევს. დაავადებულია 28 ათასზე მეტი ადამიანი, 565 გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა 80%-ს შეადგენენ 60 წელზე უფროსები, რომლებსაც სხვა ავადმყოფობები სჭირთ. რუსეთის პრეზიდენტი 67 წლისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG