Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტყოფში, მონასტრის კელიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს


გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, 5 თებერვალს 1969 წელს დაბადებულმა წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევმა კ.შ-მ. 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG