Accessibility links

site logo site logo

ტრამპი გამართლებას ზეიმობს და აკრიტიკებს "ბოროტ" ძალებს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს კომენტარი გააკეთა მისი იმპიჩმენტის თაობაზე გუშინ სენატში გამართული კენჭისყრის შესახებ. 5 თებერვალს სენატორებმა ხმების უმრავლესობით გაამართელს ტრამპი ორ ბრალდებაში, რომლებიც პრეზიდენტს წარმომადგეელთა პალატამ წაუყენა.

თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესს უწოდა „ბოროტება“ და „ბინძური პოლიციელების“, „მატყუარებისა“ და „მაბეზღარების“ საქმე. მისი სიტყვებით, ის, რის გადატანაც მოუხდა მას იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს, „არ გადაუტანია არცერთ პრეზიდენტს“. „ჩვენ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ“, დასძინა ტრამპმა და გაიმეორა, რომ უკრაინასთან მიმართებით არავითარი კანონი არ დაურღვევია თავის პოლიტიკურ ოპონენტთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებით.

ტრამპს წაყენებული ჰქონდა ორი ბრალდება: უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის „მეგობარ“ რესპუბლიკელებს დახმარებისთვის, რომელიც მას აღმოუჩინეს.

იმპიჩმენტის ინიციატორების, დემოკრატების გარდა მან გააკრიტიკა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი. მან ასევე აღნიშნა, რომ გული სწყდება სენატორ მიტ რომნის საქციელის გამო. რომნი ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელმაც გუშინდელ კენჭისყრაზე ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

ტრამპმა კვლავ დასდო ბრალი დემოკრატებს, რომ ისინი თეთრ სახლში მისი მოსვლიდან მოყოლებული ცდილობდნენ ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას.

დემოკრატიული უმრავლესობის ხელში მყოფი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტრამპის კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში თქვა: „თქვენ იმპიჩმენტი სამუდამოდ გაქვთ გამოცხადებული. ამ ნაიარევს ვერასოდეს მოიშორებთ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG