Accessibility links

site logo site logo

ექიმი, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ, კრიტიკულ მდგომარეობაშია


ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ, კრიტიკულ მდგომარეობაშია. მანამდე გაზეთმა Global Times-მა გაავრცელა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ შემდეგ ინფორმაცია უარყო.

ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისში ოფთალმოლოგი შიშს გამოთქვამდა ახალი კორონავირუსის შესახებ და თავად დაავადდა. დეკემბერში ვენლიანმა თავის კოლეგებს მოუთხრო უცნობი ვირუსით დაავადებულ პაციენტებზე. მოგვიანებით ექიმი პოლიციაში გამოიძახეს და საყვედური გამოუცხადეს „ჭორების გავრცელებისთვის“. მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი ათასობით ადამიანს აღმოუჩინეს ჩინეთში, ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ ლი ვენლიანისთვის უნდა დაეჯერებინათ.

კორონავირუსის შესახებ პირველი ცნობების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მიმართავდა პრევენციულ ზომებს. ის ასევე ჩქმალავდა დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას.

6 თებერვლისთვის ეპიდემია გავრცელებულია 20 ქვეყნის ტერიტორიაზე. კორონავირუსით გარდაცვლილია 565 ადამიანი. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG