Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპი: აშშ-მა მოკლა ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი ყასიმ ალ-რაიმი


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ყასიმ ალ-რაიმი, არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამისტური დაჯგუფება ალ-ყაიდის ლიდერი.

დონალდ ტრამპმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ ყასიმ ალ-რაიმის სიკვდილი დაასუსტებს ტერორისტულ დაჯგუფებას როგორც რეგიონში, ისე ალ-ყაიდას გლობალურად.

„რაიმის ხელმძღვანელობით ალ-ყაიდამ იემენში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა უკიდურესი ძალადობა და სურდა უამრავი თავდასხმის განხორციელება აშშ-ისა და მისი სამხედროების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მისი შეფასებით, ყასიმ ალ-რაიმის სიკვდილი დაეხმარება აშშ-ს, აღმოფხვრას საშიშროება, რომელსაც ეს დაჯგუფებები უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას.

პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, როდის განხორციელდა ყასიმ ალ-რაიმის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG