Accessibility links

site logo site logo

ახალი კორონავირუსის ეპიდემიას დღემდე 636 ადამიანი ემსხვერპლა


ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც დეკემბერში დაიწყო ჩინეთიდან გავრცელება, დღემდე 636 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა 31 ათასს აღემატება. დაახლოებით 1500 პაციენტის განკურნება მოხერხდა, იტყობინება ჩინეთის ხელისუფლება. სასიკვდილო შედეგების უმრავლესობა ჩინეთში აღირიცხა. მთლიანობაში ვირუსი, სულ მცირე, 25 ქვეყანაში გავრცელდა. საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამის ნაპირთან ორკვირიან კარანტინზე დგას, კორონავირუსის დადებითი შედეგები აჩვენა 41 ადამიანის ანალიზებმა. ამგვარად, გემზე დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 61-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG