Accessibility links

logo-print logo-print

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს, - იტყობინება ივანიშვილთან დაკავშირებული „ფეისბუკის“ გვერდი.

ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულებას 31 იანვრიდან შეუდგა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG