Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთში პარლამენტარი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად


აირატ ხაირულინი

ყაზანის მახლობლად თავისი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა აირატ ხაირულინი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში „ედინაია როსიას“ დეპუტატი.

ხაირულინის გარდა შვეულმფრენში იმყოფებოდა კიდევ ერთი კაცი და მფრინავი. ისინი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შვეულმფრენი ტყეში ჩავარდა.

დეპუტატ ხაირულინის დაღუპვა დაადასტურა სახელმწიფოს სათათბიროს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ კაშინმა. ხაირულინს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

7 თებერვალს დეპუტატს ყაზანში მონაწილეობა უნდა მიეღო მმართველი „ედინაია როსიას“ კომისიის გამსვლელ სხდომაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG