Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე: წელს ისინი დასრულდებიან


„პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი“ მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე და მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს და ცდილობს ხალხი მიაჩვიოს „არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას“, ამ ფონზე კი ის გვერდზე გადგომას არ აპირებს და, როგორც აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდეგი 10-16 წელი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ იყვნენ, მისივე სიტყვებით, „მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე“.

„წელს ისინი დასრულდებიან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG