Accessibility links

logo-print logo-print

არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პორტზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ პროექტის განსახორციელებლად


„ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი, საიმედო პარტნიორი ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას.

თალაკვაძის განცხადებით, ანაკლიის პორტზე მან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწესთან გამართულ შეხვედრაზე.

„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს მომავალშიც. ხელისუფლებამ უკვე გამოიჩინა ფინანსური მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის განცხორციელდეს“, - უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ამ ცვლილების მთავარი მიზეზი და მიზანი არის მზადება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG