Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პორტი ფაფუ“ - „შეცვალემ“ ანაკლიის პორტის ჩაშლილი მშენებლობა გააპროტესტა


„ანაკლიის პორტის ჩაშლა უდრის რუსული ოცნების ახდენას“, „პორტი - ფაფუ“, „ჩაძირული ანაკლიის პროექტი“, - ამ შინაარსის პლაკატებით ხელში მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ანაკლიაში, პორტის ახლოს, აქცია გამართეს და წყლით სავსე ტაშტში ქაღალდის ნავები გაუშვეს.

აქტივისტების განცხადებით, ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ჩაძირა პორტის მშენებლობის პროექტი „ქართულმა ოცნებამ“.

„ბიძინა ივანიშვილმა, რუსების დაკვეთით, ჩააგდო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი, რის გამოც, ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა სამეგრელოში, სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს გავაპროტესტეთ და ეს არ იქნება ის პროტესტი, რომელიც გაჩერდება... ქართველი საზოგადოების გადაგდებას, არასდროს ვაპატიებთ ივანიშვილს და მის ბანდიტებს!“ - ვკითხულობთ „შეცვალეს“ ფეისბუკგვერდზე.

„აქ 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. მთელი სამეგრელოს მოსახლეობას სამსახური უნდა ჰქონოდა. იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ სამუშაო საზღვარგარეთ ვეძებოთ, აქ უნდა დავსაქმებულიყავით! ეს ქართული ოცნება კი არა რუსული ოცნებაა, რომელსაც „შეცვალე“ გმობს“, - განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა ელდარ კეზუამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. ხელისუფლება კი გეგმავს ტენდერის ხელახლა გამოცხადებას და ახალი ინვესტორის მოძებნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG