Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა თანამდებობებიდან დაითხოვა ორი მაღალი რანგის მოხელე, რომლებმაც ჩვენება მისცეს მისი იმპიჩმენტის თაობაზე


აშშ-ის მაღალი თანამდებობის ორი პირი, რომლებმაც წარმომადგენელთა პალატაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე მისი საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას მერე, რაც სენატმა ტრამპი ბრალდებებისგან გაათავისუფლა.

აშშ-ის ელჩმა ევროპის კავშირში, გორდონ სონდლანდმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით გადადგა.

ერთი საათით ადრე თანამდებობიდან დაითხოვეს და თეთრი სახლიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თანამშრომელი, ალექსანდრ უინდმენი, რომელიც დემოკრატიული პარტიისთვის წყაროდ იქცა და ვისგანაც დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. უინდმენმა ჩვენება მისცა კონგრესის წარმომადგენლთა პალატაში და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არასამართლიანი მოთხოვნები წაუყენა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

სონდლანდმა განაცხადა, რომ აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის დროს მისთვის წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, გამოძიება დაეწყოთ უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახის მიმართ. ევროკავშირში ელჩმა 2018 წლიდან, სონდლანდმა, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო, განაცხადა, რომ მადლიერია პრეზიდენტისა, რომ მისცა მას საშუალება ემუშავა სახელმწიფო მდივნის გუნდში და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის. უინდმანის ადვოკატის განცხადებით, ამერიკელებს არ აქვთ შეკითხვა, რატომ დაითხოვეს ეს ადამიანი. ოთხშაბათს ამერიკის კონგრესის სენატმა უარყო ბრალდება, რომელიც პრეზიდენტს წარმომადგენლთა პალატამ წაუყენა. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ედებოდა.

ტრამპი მესამე პრეზიდენტია, ვისაც იმპიჩმენტის პროცესი მოუწყვეს და მესამეა, რომელიც სენატმა გაამართლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG