Accessibility links

logo-print logo-print

პაკისტანის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პედოფილების საჯაროდ ჩამოხრჩობას


პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ემხრობა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაში ბრალდებული პირების საჯაროდ ჩამოხრჩობას. რეზოლუცია გააკრიტიკეს ოპოზიციის და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებმა.

„ის ვინც ბავშვების მიმართ ძალადობას ჩაიდენს, არ იმსახურებს თანაგრძნობას, ისინი ქალაქების ცენტრში უნდა იქნენ ჩამოხრჩობილი“, განაცხადა საპარლამენტო მინისტრმა, ალი მუჰამად ხანმა 7 თებერვალს, როცა რეზოლუცია ეროვნულ ასამბლეას წარუდგინეს.

კანონმდებელთა ნახევარი მიემხრო დოკუმენტს, რომელსაც მხარი დაუჭირა მმართველმა, თეჰრიქ-ე-ინსააფის პარტიამ. პაკისტანის სახალხო პარტია არ მიემხრო ტექსტს და განაცხადა, რომ სასჯელის გამკაცრება არ შეამცირებს ბავშვებზე ძალადობას.

ბოლო წლებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები პაკისტანში გაიზარდა, რასაც მოჰყვა პროტესტი და საზოგადოების მიერ დაგმობა, მაგრამ დამნაშავეთა დასჯა იშვიათად ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG