Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი ქარის გამო 112-ში 64 შეტყობინება შევიდა


ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძახებების უმრავლესობა - 49 - თბილისიდან დაფიქსირდა. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში - 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 შეტყობინება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG