Accessibility links

logo-print logo-print

ჩინეთიდან წამოსული საქართველოს 3 მოქალაქე რამდენიმე საათში თბილისში იქნება


ჩინეთიდან წამოსული საქართველოს 3 მოქალაქე, დუბაის გავლით, თბილისში რამდენიმე საათში იქნება.

ფრენების აკრძალვის გამო, ისინი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარების თხოვნით საელჩოს მიმართეს.

ჩინეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია ამბობს, რომ "საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელად არიან. მუდმივ კავშირზე ვართ მათთან, როგორც უჰანში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან".

დიპლომატის განმარტებით, ჩინეთში მყოფ ზოგიერთ ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს და თუკი ისინი აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, საელჩო დაეხმარება.

ლაშა მორბედაძე კი ერთ-ერთია მათგან, ვინც ჩინეთი დატოვა. ის მეგობართან ერთად ქალაქ გუანჯოუდან, თურქეთის გავლით გუშინ ჩამოვიდა.

"სითბური კამერით სიცხე გაგვისინჯეს თურქეთში და თბილისში თერმომეტრით. ორნი ვიყავით, სიმპტომები არ გვქონდა. ვითხოვე, რომ კარანტინში ვყოფილიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ არ არის საჭირო. ჩემით გავიკეთებ ფილტრაციას.

ჩინეთიდან ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა კორონავირუსმა დააჩქარა პროცესები. ჩემი ზონა - გუანჯოუ, წითელ ზონაში გადავა და მგონი კარგ დროს წამოვედი", - ამბობს ლაშა მორბედაძე.

NCDC-ის გამოქვეყნებული, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CCDC) 9 თებერვლის მონაცემები კი ასეთია:

  • 2 656 ახალი შემთხვევა, მათგან 87 მძიმედ მწვავედ მიმდინარე
  • სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 37 198 შემთხვევა
  • დაფიქსირებულია სიკვდილი 811 და გამოჯანმრთელების 2 649 შემთხვევა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG