Accessibility links

site logo site logo

ირანის თანამგზავრმა წარმატებული სტარტის შემდეგ დედამიწის ორბიტას ვერ მიაღწია


ირანის თანამგზავრი "ზაფარი", რომელმაც 2020 წლის 9 თებერვალს ვერ მიაღწია დედამიწის ორბიტას

ირანის მიერ 9 თებერვალს დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა თანამგზავრმა, „ზაფარმა“, სტარტი წარმატებულად აიღო, იტყობინება ირანის თავდაცვის სამინისტრო. თანამგზავრი დედამიწიდან 530 კილომეტრში ორბიტაზე უნდა გაეყვანა „სიმორყის“ ტიპის რაკეტას. როგორც ირანის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იტყობინება,რაკეტამ ორბიტას ვერ მიაღწია.

113 კილოგრამიან თანამგზავრს დღეში 15 ბრუნი უნდა გაეკეთებინაგააკეთებს დედამიწის გარშემო.

სულ მცირე ორი ირანული თანამგზავრის გაშვება ჩაიფუშა შარშან.

აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებიც „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას მიმართავენ ირანის მიმართ მას მერე, რაც ვაშინგტონმა 2018 წელს დატოვა ბირთული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ თეირანისთვის სანქციების გაუქმებას გულისხმობს, ფიქრობენ, რომ თეირანის კოსმოსური პროგრამა ბალისტიკური რაკეტების განვითარების პროგრამის ნაწილია, და რომ ამ ტექნიკას შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

რვა თებერვალს ირანის უზენაესმა ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს ირანის თავდაცვა, რადგან, აიათოლას თანახმად, "ომის და საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სიძლიერეა საჭირო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG