Accessibility links

logo-print logo-print

ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს


აზერბაიჯანში 9 თებერვალს გამართული ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის თანახმად, ლიდერობს მმართველი, ახალი აზერბაიჯანის პარტია, რომელმაც „მეჯლისში“ ადგილების რაოდენობა წინა მოწვევასთან შედარებით ოთხით გაზარდა. ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაიკავებს ადგილს.

აშშ-ში დაფუძნებული ფირმის, Arthur J. Finkelstein & Associates-ის თანახმად, რომელმაც მოაწყო ეგზიტპოლი, 125 ადგილიდან მმართველ პარტიას ერგო - 69 მანდატი.

ეგზიტპოლების მიხედვით, პარლამენტში შევლენ ნომინალურად დამოუკიდებელი, რეალურად კი პრეზიდენტ ილაჰამ ალიევის მომხრე ძალები, რომლებმაც 41 მანდატი დაისაკუთრეს.

ამავე ცნობით, რესპუბლიკური ალტერნატიული სამოქალაქო მოძრაობის წევრი, ერქინ გადირლი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელიც პარლამენტში მოხვდება.

საარჩევნო უბნები დაიხურა ბაქოს დროით 7 საათზე.

ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდებით გამოვიდა პრეზიდენტი ალიევი შარშან დეკემბერში.

კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც შეზღუდული ჰქონდათ მედია სივრცე და შეკრების უფლება.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობა 47.81 პროცენტს უდრიდა.

იტყობინეებიან კენჭისყრის დროს დარღვევების შესახებ, ხმის განმეორებით მიცემის, უბნებზე ვიდეოს გადაღებისთვის ხელის შეშლის, მეთვალყურეთა მუშაობის ჩაშლის და მათ მიმართ უხეში მოპყრობის სახით.

დარღვევები აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

ოპოზიციის ძალებით არ მოელიან, რომ აზერბაიჯანში არჩევნების შემდეგ გატარდება რეფორმები, რომლებიც შევიწროვებულ ოპოზიციას წაადგება.

მათი აზრით, ალიევი და მისი მომხრეები ცდილობენ შეინარჩუნონ ამ ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე გაბატონებული კლანის მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG