Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ალიევის პარტიას 64 მანდატი აქვს


აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტია „ახალმა აზერბაიჯანმა“ მოიპოვა პარლამენტის 125-დან 65 მანდატი.

ეს შედეგი საარჩევნო ოქმების 87%-ის შეჯამებას ეფუძნება.

დარჩენილი მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს იმ დამოუკიდებელმა კანიდადატებმა, რომლებიც მხარს უჭერენ აზერბაიჯანის მმართველ პარტიას.

აზერბაიჯანში არჩევნები მაჟორიტარული წესით ტარდება. 9 თებერვალს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 47.81% იყო.

არჩევნებში მონაწილეობდა 1314 კანდიდატი ოცი პარტიიდან და საინიციატივო ჯგუფებიდან. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა. მათი ინფორმაციით, 9 თებერვლის არჩევნები მასობრივად გაყალბდა.

აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა საკანონმდებლო ორგანოს დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით. მმართველმა პარტიამ მიზეზად დაასახელა რეფორმების გაღრმავების გამო პარლამენტის განახლების აუცილებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG