Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესმენ ადამ კინზინგერს მიმართავს


არჩილ თალაკვაძე და ადამ კინზინგერი
არჩილ თალაკვაძე და ადამ კინზინგერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფეისბუკით მიმართავს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ადამ კინზინგერს.

თალაკვაძე გამოეხმაურა კინზინგერის მიერ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

„მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია: „თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“.

აშშ-ში არჩილ თალაკვაძის ვიზიტი 5-10 თებერვალს შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG