Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური შეტაკებების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა დაითხოვა რეგიონული მმართველები


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ბრძანება გასცა დათხოვნილ იქნან სამხრეთის რეგიონ ზამბულის გუბერნატორი, ასყარ მირზახმეტოვი და სხვა ადგილობრივი ოფიციალური პირები, შაბათ-კვირას რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე სისხლიანი შეტაკებები შემდეგ.

ტოყაევის პრესსამსახურმა ბრძანება გამოაქვეყნა 10 თებერვალს, მას შემდეგ, რაც 10 ადამიანი ემსხვერპლა ძალადობას ადგილობრივ ყაზახებს და ეთნიკურ დუნგანებს, ჩინური წარმომავლობის მუსლიმური ჯგუფის წევრებს შორის, სოფლებში მასანჩში, აუყათისა და ბულან-ბატირში. დაიჭრა კიდევ ათობით ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი, დაზიანდა ან დაინგრა 30-ზე მეტი სახლი, 15 კომერციული ნაგებობა და 23 მანქანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG