Accessibility links

logo-print logo-print

გიგი უგულავას ადვოკატი: გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა


„როგორც ვვარაუდობთ, სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და გიგი უგულავას მიმართ უდიპლომო, ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა, რომლებიც ახლა იყნენ არჩეული და გიგი უგულავას გადაუკვალიფიცირა მუხლი, რის საფუძველზეც დამატებით სასჯელად 3 წელი და 2 თვე განესაზღვარა თავისუფლების აღკვეთად“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მისი განმარტებით, გიგი უგულავას მოსამართლეთა კოლეგიამ სასაჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამნისტიის კანონის საფუძველზე და ამ განახევრებული 4-ნახევარი წლიდან გამოაკლდა 1 წელი და 4 თვე, რაც ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი.

„ეს გადაწყვეტყილება გადაეგზავნება აღსასრულებლად და გიგი უგულავას ახლა უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ეს საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელიც ამ საქმის წარმოებისას იყო გენერალური პროკურორი, რაც ნიშნავს ერთს, რომ გიგი უგულავა გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გიგი უგულავას ადვოკატი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG