Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი უგულავას განაჩენზე: ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა-დაკავება


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ილაპარაკა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შესახებ.

„აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია, რომ 50 მილიონი მოიპარა, ფიქრობენ, რომ ეს საქმე გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და ეს საკითხი არ დატოვონ ისე. აქედან გამომდინარე ან მე ან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა რა კომენტარი უნდა გააკეთოს. პოლიტიკური ფიგურა არის თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მე ბავშვები ვიცი 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს“, - თქვა ვოლსკიმ, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიღებაზე იმყოფებოდა და დაამატა – „ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა-დაკავება, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ ვერ გადაწყვეტს იმას. რა უნდა უთხრას“.

უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG