Accessibility links

logo-print logo-print

თურქეთის სამხედროები ემსხვერპლნენ თავდასხმას ჩრდილოდასავლეთ სირიაში


თურქეთი აცხადებს, რომ მისი ხუთი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ხუთი დაიჭრა თავდასხმისას, რომელიც სირიის სამთავრობო ძალებმა მოაწყვეს სირიის ჩრდილოეთის პროვინცია იდლიბზე.

თავდაცვის სამინისტრომ 10 თებერვალს გამოაცხადა, რომ თურქეთის არტილერიამ მყისიერად უპასუხა თავდასხმას და სამიზნეები გაანადგურა. ომზე დამკვირვებელი ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ თურქეთის ექვსი სამხედრო დაიღუპა და კიდევ შვიდი დაიჭრა, როცა სირიის მთავრობის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ტაფტანაზის საჰაერო ბაზას. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ასევე აცხადებს, რომ დაიღუპა ოთხი სირიელი მეამბოხე.

შეტაკებების ფონია თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის დელეგაციის ჩასვლა, მოლაპარაკებისთვის მზარდი დაძაბულობის შესახებ იდლიბში, რომელიც სირიაში მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს.

იდლობში და მეზობელ ალეპოში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ძალების იერიშს, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, დეკემბრის შემდეგ 700,000-მდე ადამიანის ლტოლვილად გადაქცევა მოჰყვა - იუწყება გაერო. რუსეთი და ანკარა - რომელიც სირიაში მეამბოხეებს უჭერს მხარს - შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ იდლიბში ვითარების დეესკალაციისთვის და დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, მაგრამ შეტაკებები გრძელდება. გასულ კვირაში გახსნილ ცეცხლს, გავრცელებული ცნობებით, ემსხვერპლა თურქეთის რვა სამხედრო მოსამსახურე და არმიის სამოქალაქო თანამშრომელი და სირიის 13 ჯარისკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG