Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავა დასაკავებლად შსს-ში დაიბარეს


როგორც შსს-დან რადიო თავისუფლებას აცნობეს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში დაიბარეს.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, გიორგი უგულავა დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. მსჯავრდებულ გიორგი უგულავას ადვოკატის განმარტებით, გიორგი უგულავა 22:00 საათზე გამოცხადდება შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში“,- ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გიგი უგულავა პარტიის წევრებთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად „ევროპული საქართველოს“ ოფისიდან უკვე მიემართება შსს-ს შენობისკენ.

დღეს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG