Accessibility links

კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან, რომ გავიგოთ როგორია ვითარება


ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უპასუხა შეკითხვას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ.

„ჩემთვის ძალიან ადრეა ამ შეფასების გაკეთება. მე მოვისმინე განცხადება, ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს გავსაუბრებოდი ამ საღამოს და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ დისკუსიას, რომ ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან, რომ გავიგოთ როგორია ვითარება“,- თქვა კარლ ჰარცელმა.

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG